მოძრაობა “სოლიდარობისთვის” პროკურატურას “თელმიკოს” წინააღმდეგ სარჩელით მიმართავს.
დღეს, მოძრაობა “სოლიდარობის” წევრები კომპანია “თელმიკოს” წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ. ისინი უწყებისგან სავარაუდო კორუფციული საქმიანობის შესახებ რეაგირებას მოითხოვენ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ არაერთმა მოქალაქემ უკვე მიმართა გაორმაგებული კომუნალური გადასახადების თაობაზე. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ თებერვალ-იანვარში ერთი თვის გადასახადი 2-ჯერ გადაიხადეს.
ცნობისთვის, 7 თებერვალს “სემეკმა” მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, “თელმიკოსა” და “თელასში” მონიტორინგი დაიწყო. პროცესი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, მოქალაქეებს კი ზედმეტად დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, მოქალაქეებს კი ზედმეტად დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ.
წყარო: ptn.ge