პუტინმა პოროშენკოს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში ადამიანის უფლებები ირღვევა, რის მაგალითად უკრაინის ექსპრეზიდენტის საქმე მოიყვანა და პოროშენკოს შეახსენა, რომ რუსეთი თავშესაფარს სთავაზობდა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ შეთავაზება ძალაშია.

“პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის მასობრივ შემთხვევებზე –  იხურება არასასურველი მედია, დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს. აქვე აღვნიშნავ, რომ თავის დროზე, როცა ბატონი პოროშენკო ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტი იყო, ვუთხარი, რომ თუ სამომავლოდ შეექმნება პრობლემები, რუსეთი მზად არის, მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი.

მაშინ ის ირონიულად უდგებოდა ამ საკითხს, მაგრამ დღეს მინდა დავაზუსტო ეს შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სერიოზული უთანხმოება დონბასში სიტუაციის რეგულირებაზე და მგონია, რომ მან ამ მხრივ დაუშვა ბევრი შეცდომა, თუმცა მისი დევნა, ჩემი აზრით, დღევანდელი ხელისუფლების წარმატებისთვის გადაჭარბებული მცდელობაა”, – თქვა მან.