ბულატ ოკუჯავას პოეზიის გარჩევას ვუსმენდი, მისი სიმღერა “Нам нужна одна победа” “მუსიკალური დრამატურგიის შედევრად” არის მიჩნეული. მომინდა მოსმენა და ჩავრთე, ცრემლის გარეშე ამ სიმღერის მოსმენა არ შემიძლია, ხოლმე, ახლა კი სხვა ემოციაც დაემატა: ნუთუ რუსებსა და უკრაინელებს შორისაც შეიძლება ძმათაკვლის დაშვება?!
“გამიშვი-გამაკავე”-ვიცი, მაგრამ “დამესხი-არ დაგესხმები”-ეს რაღაც ფსიქოზია! თან სად? ვის შორის?!
ღმერთო, როგორ გაგიჟდა სამყარო!!!…
თუმც, ჩვენ რა გვეთქმის, ერთადერთ ნათესავ ერთან, აფხაზებთან რაც მოხდა, ორივესთვის უპატიებელი! ან ახლობელ ერთან, ოსებთან!!!
უკვე ბევრი რამ გამოჩნდა, ალბათ ჩვენი ერის ნაწილმაც გაიაზრა, რომ უსუსური მარიონეტებივით “ავვარდით”!!!
ამჯერად, სახელმწიფო-პროვოკატორის როლში უკვე უკრაინაა შერჩეული…
ქართველები, აფხაზები, ოსები, სერბები…ახლა რუსები და უკრაინელები…ყველანი ძმები ან ბიძაშვილები, ერთმორწმუნეები, მართლმადიდებლები!!!
ღმერთო, მოგვმადლე რწმენა, გონი და მშვიდობა.”