,,ყურადღება!!! ახლა ვარ საფრანგეთის სადეპორტოში, სადაც ქართველმა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა!”

საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი ყველა იმ ადამიანს აფრთხილებს, ვინც უცხოეთში აპირებს სამუშაოდ წასვლას.

,,ყურადღება!!! ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურმა მდგომარეობა, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე აიძულა დატოვოს საქართველო და ოჯახის გადსარჩენად თავშესაფარი მოითხოვოს ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, კანადაში ან სხაგან.

ემიგრაციაში წამსვლელ მრავალრიცხოვან ნაკადთან ერთად გაიზარდა თაღლითების რიცხვიც, ვინც ხელის მოთბობის მიზნით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის სერვისს. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იმედგაცრუებული რჩება, როცა უცხო ქვეყანაში ვერ ღებულობს იმ კომფორტს, რასაც მათ სთავაზობდნენ. ახლა ვიმყოფები ერთ-ერთ სადეპორტო დაწესებულებაში, სადაც გოგონამ სუიციდით სცადა სიცოცხლის დასრულება.
ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა…

ამიტომ მოგიწოდებთ და გთხოვთ, თავი შეიკავოთ სოციალურ ქსელებში გაცნობილი შუამავლების მიერ შემოთავაზებულ ,,სამოთხეში” გამგზავრებაზე, რომელიც დიდი ალბათობით ჯოჯოხეთად გექცევათ. საფრთხეში ნუ ჩააგდებთ, როგორც პირად, ასევე თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლეს”, – წერს ნუგზარ სულაშვილი.