როგორ სცემეს ადეიშვილი (დეტალები)

პო­პუ­ლა­რულ უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მა “სტრა­ნა­ში” (Страна) გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: “იმ პან­ღუ­რე­ბის გამო, რო­მე­ლიც კი­ევ­ში ბე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩე­ველს მოხ­ვდა, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­რე­ი­სე­ბი შე­ფერ­ხდა“ (ავ­ტო­რი – დი­მიტ­რი ვო­ი­კო), რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გენპ­რო­კუ­რო­რის, ამ­ჟა­მად კი უკ­რა­ი­ნის გენპ­რო­კუ­რო­რის ირინა ბე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩევ­ლის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზო­გი­ერ­თი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი დე­ტა­ლია გად­მო­ცე­მუ­ლი.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას:

“სტრა­ნამ“ შე­ი­ტყო კი­ე­ვის ცენ­ტრში უკ­რა­ი­ნის გენპ­რო­კუ­რო­რის ირი­ნა ბე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩევ­ლის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი.

რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან ჩვენ­მა წყა­რო­ებ­მა გვი­თხრეს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს იმ დროს და­ესხნენ თავს, როცა იგი და­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ბი­ნის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იმ შე­ნო­ბის ფა­სადს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი უნდა და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა, როცა მის ახ­ლოს ოთხმა ბიჭ­მა გა­ი­ა­რა, ერთ-ერთი ზურგჩან­თით იყო.

მათ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს გვერ­დზე ჩა­უ­ა­რეს და შემ­დეგ თით­ქოს იც­ნეს, შე­ჩერ­დნენ და უკან დაბ­რუნ­დნენ. ერთ-ერ­თმა ბიჭ­მა ბე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩე­ველს პან­ღუ­რი უთა­ვა­ზა. ამის შემ­დეგ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი სწრა­ფად გა­იქ­ცა ქუ­ჩა­ზე, მაგ­რამ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი და­ე­წივ­ნენ და ჭიტ­ლა­ყე­ბი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე უთა­ვა­ზეს. ადე­იშ­ვი­ლი ისევ გა­იქ­ცა, მაგ­რამ სირ­ბი­ლის დროს ფეხი რა­ღა­ცას წა­მოჰ­კრა, და­ვარ­და და ხე­ლე­ბი გა­და­იყვლი­ფა. წა­მოდ­გა, მაგ­რამ ბი­ჭე­ბი ისევ მი­ვარ­დნენ და წიხ­ლი ისევ რამ­დენ­ჯერ­მე უთა­ვა­ზეს, რის მე­რეც გა­იქ­ცნენ და მი­ი­მალ­ნენ.

წაქ­ცე­ვის დროს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა ხე­ლის­გუ­ლე­ბი მსუ­ბუ­ქად და­ი­ზი­ა­ნა, გა­უ­ტყდა სათ­ვა­ლეც, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მის­ვლა თვი­თონ შეძ­ლო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სწრა­ფად მი­ვიდ­ნენ მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ოფის­ში სხვა­დას­ხვა ხელ­მძღვა­ნელ პოს­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ და პი­რა­დად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ინ­ცი­დენ­ტის ად­გი­ლი. აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 296-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით – “ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბა“.

გუ­შინ კი­ე­ვის აე­რო­პორ­ტებ­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ ამოწ­მებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­საფ­რე­ნად გამ­ზა­დე­ბულ ავი­ა­რე­ი­სებ­საც კი აყოვ­ნებ­დნენ – სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სურ­დათ გა­ე­გოთ, ხომ არ მიფ­რი­ნავ­დნენ ის პი­რე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ, რომ­ლებ­მაც ბე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩე­ვე­ლი გა­ლა­ხეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­მო­აზ­რის, ყო­ფი­ლი გენპ­რო­კუ­რო­რის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. მას ბრალ­დე­ბა აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე და­ნა­შა­ულ­ში, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა­შიც”.

ambebi.ge