ციხეებში კოვიდაფეთქებაა. ასობით მსჯავრდებული კოვიდინფიცირებულია. განგაშია გლდანის მე-8 დაწესბულებაშიც, სადაც “ტვ პირველის ” ინფორმაციით, ომიკრონის შტამი მასობრივად გავრცელდა.
მსჯავრდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ პატიმრებს სათანადოდ არ მკურნალობენ. მათი თქმით, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ რომ პენიტენციური დეპრტამენტი ინფიცირებული პატიმრების იზოლირებას ვერ ახდენს.
ინტერესების დამცველები შესაბამის დაწესებულებებს პატიმრების იზოლაციაში გადაყვანის და მათი უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით მიმართავენ.
კორონავირუსი მძვინვარებს და ადმინისტრაციასგაექცა ეს ვირუსი ხელიდან. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებიდან რამდენიმე მათგანი გადაყვანილია ზობის დაწესებლებაში და იქ არიან იზოლაციაში, ხოლო ზოგიერთი მათგანი რჩება კვლავ მე-8 დაწესებულებაში. მივმართავ შესაბამის დაწესებულებებს, ვინც ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ამ პატიმრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. გადაიყვანეთ თითოეული მათგანი იზოლაციაში და გაუწიეთ სათანადო მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ სავალალო მდგომარეობას, – ამბობს ინტერესებიდა დამცველი.
“ალია”