შემდეგი 48 საათი, როგორც ვირუსის მე-6 ტალღის ინდენტიფიკატორი – სპეციალისტების ვარაუდით, თუ დღეს და ხვალ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 26 ათასზე მეტი იქნება – ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. დაბალი მაჩვენებლები კი იმას მიანიშნებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მალე შემცირდება.
ხალი სტატისტიკური მონაცემების გავრცელებამდე კი მედიკოსები კიდევ ერთხელ საუბრობენ ვაქცინაციისა და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგია ნათია გორდაძის თქმით, “დელტა” შტამისგან განსხვავებით, “ომიკრონი” ვაქცინირებულ პირებში მსუბუქად მიმდინარეობს.
ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი კი მოსახლეობას ხალხმრავალი ადგილებისაგან თავშეკავებისკენ, ინფიცირებულ პირებს კი იზოლაციასა და ექიმთან კონტაქტს მოუწოდებს.
“რუსთავი2”