იტალიაში, ქუჩაში პირბადის სავალდებულო ტარება იხსნება

იტალიაში, ქუჩაში პირბადის სავალდებულო ტარება იხსნება.

იტალიაში, ქუჩაში პირბადის სავალდებულო ტარება იხსნება. ინფორმაციას გამოცემა Corriere della Sera
ავრცელებს და წერს, რომ შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა და ის 11 თებერვლიდან ამოქმედდება. რეგულაციის ეს შემსუბუქება არ შეეხება იმ ვითარებას, როცა ქუჩაში ბევრი ადამიანი შეიკრიბება.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ქვეყანაში 31 მარტამდე ძალაში რჩება პირბადის დახურულ სივრცეებში ტარების ვალდებულება.

იტალიური მედიის ცნობითვე, შესაძლოა მარტიდაბ, სტადიონების 100%-ით შევსებაც ნებადართული გახდეს.

წყარო: itv.ge