ცესკომ პარტიებისთვის რიგითი ნომრის მიღების წესი გაამარტივა. თუ გასულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული ნომრებით იყო წარმოდგენილი – არსებული ცვლილებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთი რიგითი ნომერი აირჩიონ.
სასურველი ნომრის მისაღებად, პარტიამ 10 თებერვლის ჩათვლით წერილით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. სიახლე ცესკომ გუშინ გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.
საარჩევნო ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების მიზნად პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გამარტივებისთვის ხელშეწყობას ასახელებენ.
შეგახსენებთ, 2 აპრილს ამომრჩეველი ბათუმში საკრებულოს დეპუტატს, რუსთავში კი პარლამენტის დეპუტატს აირჩევს.
“რუსთავი2”