ალიევმა მედიის საქმიანობის შემზღუდავ კანონს ხელი მოაწერა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა პროტესტის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც თავისუფალ ჟურნალისტთა საქმიანობას კიდევ უფრო შეზღუდავს.

ახალი კანონით, მედიაორგანიზაციებმა საქმიანობის გასაგრძელებლად ხელსუფლებისგან ლიცენზია უნდა მიიღონ, რაც თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის შეუძლებელი  გახდება. ამასთან, გარკვეული  სამართლებრივი თემების გაშუქება სამართალდამცავ ორგანოებს უნდა შეუთანხმონ.

 

“ნეტგაზეთი”