კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში “დიდგორი” იქმნება – ნახეთ თრეილერი.
ულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში “დიდგორი” იქმნება. დღეს მისი თრეილერის პრეზენტაცია შედგა.
თამაშს სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული კომპანია “სილესტიალ დიმენშენი” ქმნის. უწყების ცნობით, მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს.
https://www.facebook.com/watch/?v=919201322131441
სამინისტრომ კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა.
– “სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით” – წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება.
წყარო: itv.ge