„მას ჩვენი სახელმწიფო სიმბოლო უკუღმა ეჭირა” – რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილზე?

უკ­რა­ი­ნის მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნილ “პერ­ფო­მანსს“ გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დროს გან­სას­ჯელ-ბრალ­დე­ბულ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გი­სო­სებს მიღ­მა უკ­რა­ი­ნის დრო­შა გა­მო­ფი­ნა და ქვეყ­ნის ჰიმ­ნის მღე­რა და­ი­წყო.

უკ­რა­ი­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ “ობოზ­რე­ვა­ტელ­მა“ (Обозреватель) ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს – უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რეს – ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა არას­წო­რად, უკუღ­მა ეჭი­რა და ჰიმნს ისე მღე­რო­და.

“სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნით და­ი­წყო, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კოს­მა თა­ვის ად­ვო­კა­ტებ­თან და დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლა. ბრალ­დე­ბულ­მა უკ­რა­ი­ნის დრო­შაც გა­შა­ლა, ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი ჰიმ­ნის ტექ­სტით, მაგ­რამ კონ­ფუ­ზურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ვარ­და: სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ეჭი­რა – დრო­შის ზედა მხა­რე, ყვი­თე­ლი ფე­რის ნაც­ვლად, ცის­ფე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო“, – აღ­ნიშ­ნავს “ობოზ­რე­ვა­ტე­ლი“. წყა­რო

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქცე­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა კი­დევ ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა – “გო­ლოს პრავ­დი“ (“Голос Правды”), რო­მელ­შიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის არ­ტემ ნი­კი­ფო­რო­ვის კო­მენ­ტა­რი:

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი იმ­ღე­რა. თუმ­ცა ამას მღე­რა­საც ვერ ვუ­წო­დებთ, რად­გან მას ხელ­ში ფურ­ცე­ლი ეჭი­რა და შეც­დო­მე­ბით კი­თხუ­ლობ­და.

სა­სა­ცი­ლოც არის და სა­ტი­რე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად. ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლის წინ, ვი­ღა­ცამ მას გა­რან­ტია მის­ცა – თუ და­გი­ჭე­რენ, სწრა­ფად გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებ­თო, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სი­ფხიზ­ლე მო­ა­დუ­ნა ან გუ­მან­მა უმტყუ­ნა. ის ფაქ­ტი, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი უკ­რა­ი­ნის ჰიმნს “მღე­რის“, იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მან გა­აც­ნო­ბი­ე­რა თა­ვი­სი “ქარ­თუ­ლი ეპო­პე­ის“ გა­მო­უ­ვა­ლი და უშე­დე­გო მდგო­მა­რე­ო­ბა.

აი, ასე მთავ­რდე­ბა ხოლ­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო გას­ტრო­ლი­ო­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გზე­ბი – როცა შენ არც აქ და არც იქ, არა­ვის არ სჭირ­დე­ბი… სა­ერ­თოდ კი, რა თქმა უნდა, სა­პყრო­ბი­ლე­ში მოხ­ვედ­რა არა­ვის­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის“.

წყარო