კახეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მწყემსმა 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
შემთხვევა წუხელ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონფოლში, ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.
“იმედინიუსი”