“ყველამ იცის, რომ არავის არ უწამებია მიხეილ სააკაშვილი” – ირაკლი კობახიძე

“ყველამ იცის, რომ არავის არ უწამებია მიხეილ სააკაშვილი” – ირაკლი კობახიძე.

– “ასეთი დაპირება არცერთ ჩვენგანს არ გაუცია, ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ამას განვიხილავდით, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ყველამ იცის, რომ არავის არ უწამებია მიხეილ სააკაშვილი. ასეთი დაშვება ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის დაშვება იმისა, რომ ასეთ რაღაცაზე შეიძლება, ვიმსჯელოთ. რაც გამოიკვეთა უმრავლესობის შიგნით პოზიცია, არა მგონია, რომ მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ ამ პოზიციას. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. გვქონდა დისკუსია ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით და საბოლოო ჯამში აბსურდთან დაკავშირებით არ ჩაითვალა მიზანშეწონილად კომისიის შექმნა. ყველამ იცის, რომ არავის არ უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.

– რა თქმა უნდა, გარკვეული პლუსი შეიძლება ჰქონოდა ამ კომისიის შექმნას იმ კუთხით, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება დადგინდებოდა ყველას მიერ, თუმცა მეორე მხარეა, რომ თავის თავად უკვე ასეთი კომისიის შექმნა რაღაც პოლიტიკური აქტია და არ ჩაითვალა ამ პოლიტიკური აქტის განხორციელება მიზანშეწონილად უმრავლესობის მხრიდან. აბსურდთან დაკავშირებით კომისიის შექმნა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. ერთი მსჯელობა, ალბათ, კიდევ შედგება. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა მანამდე, სამშაბათამდე, თუმცა რასაც ვუყურებ, ალბათ, რაღაც 10%-იანი შანსი არის, რომ ასეთ კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ”.

– ამბობს ირაკლი კობახიძე პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემსწავლელი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით “პალიტრანიუსის” ეთერში.

წყარო: ptn.ge