“ბოლო სტადიის სიმსივნიან ადამიანს, რომელიც სამი წელი სიცოცხლეს ებღაუჭება, მინისტრი, დაფინანსებაზე უარს რომ ეტყვის, ხომ უნდა აუჭედო კარი” – თამარ ოქრუაშვილი

ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი ახალგაზრდა კაცის, გიორგი ცეცხლაძის უმძიმეს მდგომარეობას ეხმაურება და ფეისბუქში მწვავე პოსტს აქვეყნებს:

,,ბოლო სტადიის სიმსივნიან ადამიანს, რომელიც სამი წელი სიცოცხლეს ებღაუჭება და ჯანდაცვის სამინისტრო ოპერაციის დაფინანსებაზე უარს ეტყვის, უნდა აუჭედო კარი. რა გარეწრები ხართ, ხალხო, რა ნაგავი ხელისუფლებაა, როგორ სტატისტიკად აქციეთ ადამიანების ტრაგედიები, როგორ გააუფასურეთ სიცოცხლე. ჯიბეში ჩაიყავით ხელი, თქვე ნაგვებო! ბიუჯეტში თუ არაა, საკუთარ მახინჯ,  დაბოტოქსებულ ცოლებს ჩვენს ტყე და მინდვრებს ჩუქნით და ადამიანი, ახალგაზრდა კაცი სიცოცხლისთვის ომობს. ნეტა, მქონდეს ეგ ბედნიერება, რომ ვინმეზე ასეთ რამეში დახმარება შემეძლოს. რამ გაგყინათ, რა ჯანდაბამ!”.

გიორგი ცეცხლაძემ სამი წლის განმავლობაში რამდენიმე ოპერაცია და 18 ქიმიოთერაპია ჩაიტარა. მეტასტაზები მუცელში აქვს და ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია, რომლის დაფინანსებაზეც ჯანდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა.

გიორგის ანგარიშის ნომერია:

#GE32BG0000000161769753 საქართველოს ბანკი
#GE79TB7581545064300001 TBC ბანკი
მიმღები – გიორგი ცეცხლაძე