კანადაში, ონტარიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში, ონტარიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Covid-19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ ორკვირიანი პროტესტის საპასუხოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბლოკვა “არალეგალურად” გამოაცხადა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მომიტინგეებს შეიძლება ერთ წლამდე პატიმრობა და 100 000 კანადური დოლარი (79 000 აშშ დოლარი; 58 000 ფუნტი) ჯარიმა დაემუქროთ.

ბრძანება გავრცელდება ყველაზე, ვინც შეაფერხებს საქონლის, ხალხის და სერვისების გადაადგილებას საერთაშორისო სასაზღვრო პუნქტების, აეროპორტების, პორტებისა და ძირითადი მაგისტრალების გასწვრივ.

ცნობისთვის, კანადაში კოვიდშეზღუდვებს ორ კვირაზე მეტია აპროტესტებენ.

წყარო: newposts.ge