ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 57 ადამიანი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 65 829 კვლევა ტესტით, მათ შორის 40 367 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 462 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.18%.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი — 9 535 შემთხვევა,
- აჭარა — 1 488,
- იმერეთი — 3 269,
- ქვემო ქართლი — 1 145,
- შიდა ქართლი — 1 079,
- გურია — 572,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 337,
- კახეთი — 1 127,
- მცხეთა-მთიანეთი — 370,
- სამცხე-ჯავახეთი — 307,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 97.
ამ ეტაპზე ქევაყანში ინფიცირების 196 192 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 758 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.