კვიციანი მძიმე ბრალდებას უყენებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი მძიმე ბრალდებას უყენებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს და წერს, რომ თამაზ მეჭიაურს სათანადოდ არ მიხედეს, ასევე – შეუწყვიტეს კოვიდის წამალი, რომელიც მათი დიდი მოთხოვნის შემდეგ დაალევინეს. მისი თქმით, სანამ ,,სულაჟერს” აძლევდნენ, თამაზ მეჭიაური კარგად გახდა, საჭმელიც ჭამა, მერე კი შეუწყვიტეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

,,კლინიკაში ვეუბნები, კოვიდის წამალი მაინც მიგვაცემინეთ, მაგრამ იმ ღამეს ვერ მოხერხდა. მეორე დღეს, ავადმყოფობის მე-9 დღე იყო და, 9 დღის მერე წამალი არ მოქმედებსო, გვითხრეს. მოკლედ, ძლივს ვეღირსეთ ნებართვას წამლის მიცემის (სულაჟერი). წამლის მიღების შემდეგ 2 საათში სატურაციამ წამოიწია და წამოვიდა ავადმყოფი უკეთესობისკენ. მეორე-მესამე დღეებიც უკვე საჭმელიც ჭამა და ითხოვდა თურმე ახლობლებთან კომუნიკაციას, მაგრამ ცოცხალი თავით არ დაალაპარაკეს არავის… ეს ხდება პარასკევს, შაბათი-კვირა და, ორშაბათს უკვე აპარატზე ხდება გადასაყვანი მართვით სუნთქვაზე.

სრულიად საიდუმლოდ, შიგნიდან ვგებულობთ, რომ სამი დღის კაფსულა ჰქონდა მიღებული, ანუ სანამ წამალს აძლევდნენ, გაუმჯობესება იყო და მერე შეუწყვიტეს და წავიდა გაუარესება! რასაც ვყვები, არის თუ არა საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, უარეს შემთხვევაში კი შურისძიების?!

ძალიან გთხოვთ, ყველამ გავაზიაროთ და ყველამ კომენტარებში მივუთითოთ თქვენ თქვენი აზრი კორექტულად, სერიოზულ საქმესთან გვაქვს საქმე და სერიოზულად და საქმიანად მივუდგეთ საკითხს!”.

შეგახსენებთ, რომ ,,სულაჟერი” ცნობილმა ქართველმა ექიმმა, ალექსანდრე თავართქილაძემ შექმნა და მას უკვე იყენებენ მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.