ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა.
“დინამო თბილისის” ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, ილია დათუნაშვილი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დათუნაშვილი კარიერის განმავლობაში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. არის 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ორი გოლის ავტორი. მან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეკორდის დამყარებაც მოახერხა, როდესაც 1966 წლის 22 სექტემბერს გამართულ მატჩში, ერევნის “არარატის” კარში, 27 წუთში 5 გოლი გაიტანა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად, დათუნაშვილმა 1964 წელს, სსრკ-ს პირველი ჩემპიონობა მოიგო, 2 წლის შემდეგ კი, 20 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
2014 წელს ილია დათუნაშვილს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება.
წყარო: ptn.ge