ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა

ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა.

ქართველი მოციგავე 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, სავარჯიშო დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

უისტლერის ტრასაზე მოძრავმა ქუმარიტაშვილმა მოსახვევში მართვა დაკარგა, ბარიერზე შეჯახების შემდეგ კი, ციგიდან გადმოვარდნილი, ტრასის მიღმა კონსტრუქციას შეეჯახა.

21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს. ქუჩას კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა.

წყარო: newposts.ge