“ომიკრონის” სწრაფად გავრცელების მიუხედავად, რიგ სახელმწიფოებში შეზღუდვები მსუბუქდება.
გაერთიანებულ სამეფოში შესვლის მსურველებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან, კოვიდტესტის გაკეთებას აღარ მოსთხოვენ. ესპანეთში კი 12 წელს ზემოთ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეები, აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენისგან თავისუფლდებიან.
ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის იტალიაში. შეზღუდვა იხსნება ნევადას შტატშიც.
“ნევადაში აღარ იქნება სავალდებულო პირბადეების ტარება. ნიღბების ტარება აღარ იქნება საჭირო საჯარო ადგილებში. ასევე უქმდება სკოლებშიც, მაგრამ ამასთანავე სასწავლო დაწესებულებებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ თუ რა პოლიტიკა ექნებათ კოვიდთან მიმართებით. ამ დროისთვის კი ყველა ფაქტორისა და მონაცემების გათვალისწინებით ვფიქრობ რომ შესაფერისი დროა წინსვლისთვის,”- აცხადებს ნევადას შტატის გუბერნატორი სტივ სისოლაკი.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 408 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება.
“რუსთავი2”