Snoop Dogg-ს სექსუალური ძალადობისთვის უჩივლეს

ამერიკელი რეპერი, Snoop Dogg-ი ყოფილმა მოცეკვავემ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა.

BBC-ის ცნობით, ქალი ამტკიცებს, რომ რეპერმა მასზე 2013 წელს ერთ-ერთი ტელევიზიის აბაზანაში იძალადა. ქალმა სარჩელი კალიფორნიის სასამართლოში შეიტანა და თქვა, რომ მაშინ “პანიკაში და შეშინებული იყო”.

Snoop Dogg-მა უარყო ბრალდება და ინსტაგრამზე დაწერა, რომ “ოქროს მაძიებლის სეზონი დადგა”.

არსებული ინფორმაციით, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რეპერი აშანტაჟებდა და ეუბნებოდა, რომ თუ მას წინააღმდეგობას გაუწევდა, სამსახურიდან გაათავისუფლებდა.

წყარო: itv.ge