არა, ვბრაზდები მართლა რა.
ჩემს უსაყვარლეს ტიციანს და ჯავახიშვილს რომ მისტირით პირველმა ბოლშევიკებმა დახვრიტესო, მას მერე მოსული, უძვირფასესი, მთელი პლეადა და ლამისაა შოთა რუსთაველიც, ილიაც და ვაჟაც, დეისაძეებით, ბუღაძეებით და ბესო-კესოებით რომ ჩაგინაცვლეს და გაიძულებენ გააღმერთო, შენს შვილებს მათი ნარწყევით კვებავენ და სწორი ნაწლავის ჩიჩქნას უკიჟინებენ, ქენი რამე რა!
თქვი მაინც რამე კვირაში ერთხელ!!!!
პ.ს. ბარათაშვილის მდგომარეობა ვისი ბრალი იყო?
ვაჟას მდგომარეობა ვისი ბრალი იყო?
ფიროსმანის მდგომარეობა ვისი ბრალი იყო??
და ყველა გენია როდის დაფასდა, რომელ დროს?????
როდის დაიკიდა მათი პორტრეტები ყველა საკლასო ოთახში????
დღეს რამდენი ნიჭიერია გამათხოვრებული, ნახულობთ, კითხულობთ, ანუგეშებთ?
სამართლიანობა გინდათ?
მაშინ დავიწყოთ დეტალურად განხილვა კერძო საკითხების, თუ სამართლიანობა გინდათ!!!
ეპოქას იმიტომ ჰქვია ეპოქა, რომ ეპოქალურად უნდა განიხილო!!!
მაია დვალიძე; სოციალური ქსელი