ჩემი შვილის თაობას რა მოვთხოვო, (თუმცა, მადლობა ღმერთს, არიან ბავშვები, რომლებიც ჯანსაღ კითხვებს სვამენ) ჩემს თაობასაც მირაჟივით ახსოვს აქა-იქ რაღაცები…
მე უფრო უფროს თაობაზე ვბრაზდები, როდესაც ვისმენ მათგან “რა ცუდი იყო ცხოვრება საბჭოთა კავშირში”.
თქვე ოჯახაშენებულებო, ან პურის სუნი არ გენატრებათ მაშინდელი, ან პომიდვრის გემო, ან რძეში მობამბალე სულგუნი?
რას ჭამენ თქვენი შვილები და შვილიშვილები, არ გეცოდებიან?
3 კგ კარტოფილიდან 5 ცალი ძლივს გამოდგა, რომ გავთალე.
გარედან საღი, გადამწვანებული იყო შიგნით.
1 ცალი გავხეხე კატლეტისთვის და სანამ მოვიხედე გაშავდა…
როგორ ვართ ცოცხლები ამ უვარგისი საკვებით, მიკვირს! ფასებზე აღარაფერს ვამბობ..
ექიმთან მიხვალ და ისეთი ფასებია, ელემენტარული ხველების გამო ლამისაა სახლი გაგიხდეს გასაყიდი!
სწავლა-განათლებაა და …. ეროვნული კატასტროფაც აღარ ჰქვია მაგას ??
მორალი, ზნეობა და კულტურაა და… აღარ დავწერ რა პირუტყვობებში ვართ..
სამუშაოა და ერის ზუსტად ნახევარი ემიგრაციაშია..
მშვიდობა და უსაფრთხოება ცალკე თემაა კიდე..
რა მოგწონთ დღევანდელობის, გამაგებინეთ!!
მაია დვალიძე; სოციალური ქსელი