„ჩვენ დავიწყებთ მოსკოვში ინტენსიურ სიარულს მთელი პარტიული შემადგენლობით და შედეგებს ქართველი ხალხი ნახავს ცხადზე ცხადად“ – კონსტანტინე მორგოშია

ალტინფოს“ გადაცემა „კვირა ნიკოლოზ მჟავანაძესთან

სტუმარი: „ალტინფოს“ დამფუძნებელიკონსტანტინე მორგოშია

-„რუსეთი არის მსოფლიო მოთამაშე ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ამ რეალობას ვერ შევცვლით. ჩვენ ვართ მეზობლები. თავი რომ დავანებოთ იმ სპეკულაციებს, – მართლმადიდებლები ვართ.

მართლმადიდებლობასაც თავი რომ დავანებოთ, ვართ მეზობლები. რეგიონში როდესაც გყავს უკვე მსოფლიო დონის მოთამაშე და ამას დაემატა რეგიონალური მოთამაშე თურქეთი, ძალიან გავლენიანი მუსლიმანური ქვეყანა, ამ შემთხვევაში გიწევს ლავირება. პოლიტიკაში არ არსებობს არც მუდმივი მოკავშირე და არც მუდმივი მტერი. ამ ლოგიკით ჩვენ ირანთან და თურქეთთან სულ უნდა ვომობდეთ. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და აქედან გამომდინარე იმ კომპრომისზე უნდა წახვიდე, რომელიც შენი ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი თავისი პლუსებით და მინუსებით.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ „ალტი ინფო“ და „კონსერვატიული მოძრაობა“ რუსეთის აგენტია და პუტინის დასმული, ხან ჭაჭია გვაფინანსებს, ხან ივანიშვილი, ხან კობახიძე… ამით ჩვენ ხომ არ გავჩერდებით. ჩვენ ამათგან ბევრი დარტყმა მიგვიღია. პირდაპირ ვამბობ, ძალიან მალე, როგორც კი ოფისები გაიხსნება და ფრენები აღდგება, ჩვენ დავიწყებთ მოსკოვში ინტენსიურ სიარულს მთელი პარტიული შემადგენლობით და შედეგებს ქართველი ხალხი ნახავს ცხადზე ცხადად.

ჩვენი პარტიის ასეთი ზეაქტიური მოქმედებაის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ანალიტიკით ვიცით, რომ თუ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება მოხდება, დაახლოებით რა შედეგებს მიიღებს ამ შემთხვევაში სამწუხაროდ უკრაინა. ისიც ვიცით, რომ მეორე სერიაში ვართ ჩვენ. ულტიმატუმი, რაც დააყენა რუსეთის ფედერაციამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა,  – უხეშად რომ ვთქვა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების გამოთხოვაზეა საუბარი, იქ ჩვენც ვართ…

მე მაქვს კითხვა, თუ უკრაინა მოაწერს მინსკის ხელშეკრულებას ხელს, ფაქტობრივად, კაპიტულაციაზე მოაწერს ხელს, მაგრამ გამოუვალი სიტუაციაა, თუ არ მოწერს და რუსეთის შეჭრა მოხდება, მაგალითად დაიკავეს უდიდესი ქალაქები, ამ დროს რას აკეთებენ ეს ხალხი? თუ მოგვადგა რუსეთის ჯარი, მეორე ჯიბეში ექნებათ ვარშავის ან ბრიუსელის ბილეთები და გაფრინდებიან. რატომ უნდა მივიყვანოთ ჩვენ ჩვენი ქვეყანა?“ – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

გადაცემა: