გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დღეს უკრაინას ეწვევა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დღეს უკრაინას ეწვევა. კვირას ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაფრთხილება, რომ რუსეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეიჭრას უკრაინაში.

კანცლერი მზადაა ეწვიოს ორივე ქვეყანას, უკრაინასა და რუსეთს, რათა თავიდან აიცილოს კრიზისი, რომელმაც ბერლინის თქმით, “კრიტიკულ” ნიშნულს მიაღწია.

გამგზავრებამდე ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, სამშაბათს, ოლაფ შოლცი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

 

“ალია”