“იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულირების ჩარჩოს შექმნის” – ფინანსთა მინისტრი

იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულირების ჩარჩოს შექმნის – ხუციშვილი ქოლ ცენტრებზე.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით რეგულირება შეეხება ყველა იმ მიმართულებას, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეულ არაკანონიერ საქმიანობასთან ჰქონდეს კავშირი.

– “ქოლ-ცენტრები არსებობს საქართველოში და არსებობს მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს უნდა იყოს ლეგალურ ჩარჩოში მოქცეული და ლეგალური ბიზნესი. ბუნებრივია, გარკვეული ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ განცხადება გააკეთა. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით მსგავსი ტიპის ფაქტები, გამოვლენის შემთხვევაში მომავალშიც იქნება აღკვეთილი. რაც შეეხება სამუშაო პროცესს, რომელშიც ფინანსთა სამინისტროც იქნება ჩართული, ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულირების ჩარჩოს შექმნის იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს აღნიშნული მიმართულების რეგულირება. ამ ნაწილში ვიცით, რომ ეს ფაქტობრივად, რეგულირებული არ არის” – განაცხადა ხუციშვილმა.

ქოლ ცენტრებთან დაკავშირებით განცხადება დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა გააკეთა და ფინანსთა სამინისტრის დავალება მისცა. აქვე, მან გამოუძიებლად, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა.

წყარო: itv.ge