იტყვის თუ არა უკრაინა უარს ნატო-ში გაწევრიანებაზე? – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, უკრაინას შეუძლია, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას, თუ გარემოებები ამას აიძულებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინელმა დიპლომატმა BBC Radio 5 Live-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვადიმ პრისტაიკოს თქმით, რუსეთი უკვე გარშემორტყმულია ნატოს წევრი სახელმწიფოებით, თუმცა ამას რუსეთისთვის უსაფრთხოების გარემო არ შეუცვლია და არც უკრაინის გაწევრიანება შეცვლის მას.

ნატოში გაწევრიანება ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი. ახლა ნაწილობრივ მთავარი დოკუმენტის წინააღმდეგ მივდივარ, როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ, რომ მოქნილობას ვაჩვენებთ, ვცდილობთ საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ. თუ სერიოზული დათმობა მოგვიწევს, ეს ის არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის განცხადებას ნატო-ში გაწევრიანებაზე შესაძლო უარის თქმის შესახებ „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ უწოდა და დაადასტურა, რომ უკრაინის ევროატლანტიკური კურსი ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი.