ომიკრონზე მუშაობს თუ არა ვაქცინა, ამაზე ჯანმოსაც შეიძლება კი არ ჰქონდეს პასუხი – დავითაშვილი.
ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც შეიძლება არ ჰქონდეს პასუხი კითხვაზე მუშაობს თუ არა “ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინა. მისი თქმით, ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებაზე სპეკულაციები უსაფუძვლოა.
“პრემიერმა ისაუბრა ძირითადად იმაზე, რომ ახალი რეალობა, ახალი გარემოებები დადგა, ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით, “ომიკრონთან” დაკავშირებით, რაც შეეხება იმას, რომ ამას მოჰყვა გამოხმაურება რამდენად პრემიერი ვაქცინაციის მხარდამჭერია, სპეკულაციები მე ვფიქრობ აბსოლუტურად უსაფუძვლოა, იმიტომ, რომ პრემიერი იყო ის ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში პირველი ვაქცინების შემოტანა მოხერხდა და სწრაფი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
– ომიკრონზე მუშაობს თუ არა ვაქცინა, მე ვფიქრობ, ამაზე ჯანმოსაც შეიძლება არ ჰქონდეს პასუხი” – თქვა ლევან დავითაშვილმა.
წყარო: ptn.ge