რასაკვირველია პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს 2 ვაქცინაცია გაკეთებული – ასე განმარტავს ჯანდაცვის მინისტრი აზარაშვილი ღარიბაშვილის დღევანდელ ანტივაქსერულ განცხადებას.
მტავრობის სხდომის დასრულების შემდგ ბრიფინგზე,, მინისტრმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციის წამახალისებელ ყველა კამპანიაში:
– ომიკრონის შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და გვაქვს ვაქცინები, რომლებიც ახალ შტამთან დაკავშირებით, გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო” განაცხადა მინისტრმა და ამ თემაზე დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.
წყარო: ptn.ge