თიანეთის ყოფილი მერის, თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ „პრაიმთაიმს“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.
„პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა“, – აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე.
ცნობისთვის, მეჭიაურის მდგომარეობის შესახებ მედიაში ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა.