საქართველოში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრას, რომელიც საქართველოში თბილისის დროით წუხელ, 22:25 წუთზე მოხდა და სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, ღამის განმავლობაში რამდენიმე ბიძგი მოჰყვა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მათგან ყველაზე ძლიერი, 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მალევე მოხდა და ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან მდებარეობდა. შემდეგი ბიძგები კი 3.5, 4.1, 3.1, 3.1 და 3.5 სიმძლავრის იყო.

 

“რუსთავი2”