აშშ ცდილობს, დონბასში რუსეთზე ზეწოლის ახალი ფაქტორი შექმნას – ევროპის კონტინენტი ბირთვული საფრთხის ქვეშ ექცევა

რუსული საზღვაო ძალების მიერ 12  თებერვალს, “ვირჯინიის” კლასის ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავის დროულად აღმოჩენამ  რუსული კურილის არქიპელაგის  ერთ-ერთი კუნძულის მახლობლად (წყალქვეშა მდგომარეობაში), ასევე  ბრიტანული საჰაერო ძალების ბაზა ფეირფორდზე ოთხი ამერიკული მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენის B-52H გამოჩენა მიუთითებს, რომ ვაშინგტონი უკრაინას არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის სასიკვდილო იარაღებით ამარაგებს, არამედ ცდილობს მის მხარდაჭერას სპეციალური ტიპის შეტევითი დამრტყმელი იარაღით, რომელსაც იგი უშუალოდ ვერ გადასცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

ამერიკული წყალქვეშა ნავის გამოჩენა რუსეთის წყლებში, ანუ რუსეთის ფედერაციის საზღვაო სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთით, აგრეთვე აშშ-ს B-52N ბომბდამშენების განლაგება ბრიტანეთში, რომლებიც სერტიფიცირებულია ბირთვული ქობინების სატარებლადაც, ნიშნავს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არსებულ სახიფათო დაპირისპირებაში ორი ახალი ფაქტორის გაჩენას, რამაც შესაძლოა, კიევს ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგოს – უკრაინის რეჟიმის მესამე შეიარაღებული აგრესია დონეცკისა და ლუგანსკის მოქალაქეების წინააღმდეგ.

ფაქტორი პირველი. ეს არის ამერიკული საზღვაო დარტყმის საშუალებების გამოჩენა რუსეთის სანაპიროსთან “ვირჯინიის” კლასის წყალქვეშა ნავების სახით, რომლებიც აღჭურვილია შორი მანძილის საკრუიზო რაკეტებითა და ტორპედოებით. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ, როგორც წესი, ისინი ესკორტირებენ აშშ-ის კიდევ ერთი, “ოჰაიოს” კლასის ატომურ წყალქვეშა ნავებს, რომლებიც ატარებენ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს სტრატეგიული ბირთვული ქობინებით. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვირჯინიის“ წყალქვეშა ნავის მიერ განხორციელებული ასეთი მიზანმიმართული ქმედება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად, არამედ რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოხატულ მუქარად მიიჩნია.

ფაქტორი მეორე. ეს არის ზემოთ ნახსენები აშშ-ის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენების მორიგი გამოჩენა ევროპაში, რომლებიც მომავალში, როგორც წესი, გააგრძელებენ ფრენებს ან ბალტიისპირეთში, ესტონეთში დაშვებით ან შავი ზღვის ზონაში, უკრაინის საჰაერო სივრცის გავლით. შესაბამისად, ევროპის კონტინენტზე ბირთვული ფაქტორის გამოჩენა აშკარაა.

შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თანახმად, ამ თვითმფრინავების – სტრატეგიული შემტევი ბირთვული შეიარაღების მთავარ ამოცანას შეადგენს “საჰაერო დარტყმების განხორციელების კოორდინაცია სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად”. რომელი სახმელეთო ჯარების – უკრაინულისა ხომ არა? და რომელ სახელმწიფოზე იგულისხმება ავიაიერიშები?

ამავდროულად, B-52H თვითმფრინავების ჯგუფი აძლიერებს ნატოს ოპერაციას – “ბალტიის საჰაერო პატრულირება”,  ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის და ესტონეთის საჰაერო სივრცეში, რაც მოიცავს “ორმაგი დანიშნულების” თვითმფრინავებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვეულებრივი და ბირთვული ბომბების ტარება.

შევაფასოთ ვითარება სამართლიანად და ვიკითხოთ: განა არ დადგა დრო, რომ ვაშინგტონმა შეწყვიტოს მსოფლიოს ამ ნაწილში გარანტირებული საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებლობის გადატანა „ავადმყოფიდან ჯანმრთელზე“ პრინციპით? მაშინ, როდესაც აშშ გამუდმებით ატრიალებს ნარატივს “რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გარდაუვალი აგრესიის შესახებ”, იგი ამავე დროს ჩქმალავს კიევის რეალურ მზადებას ნამდვილი აგრესიისთვის დონბასის ორი რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომლებსაც არ სურთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება წარუმატებელ, ანტიდემოკრატიულ, ულტრანაციონალისტურ და მილიტარისტულ რეჟიმთან.

მსოფლიოს ამ ნაწილში იარაღის გამოყენების ბარიერი ყოველდღიურად იკლებს, მომავალში ამ დამღუპველი ტენდენციის გაგრძელებით. უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, 13 თებერვლისთვის, 1200 ტონა სხვადასხვა სამხედრო ტვირთი შეერთებული შტატებიდან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა ქვეყნებიდან უკვე ჩატანილი იყო უკრაინაში თხუთმეტი მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავით. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მოსალოდნელია სულ მცირე ოცდაათი ასეთი თვითმფრინავის ჩამოსვლა ნატოს იარაღითა და საბრძოლო მასალებით. ერთი მიზნით –  შეიარაღებული აგრესია დონბასზე.

არ ჯობდა კიევი არ მივმართოთ შეიარაღებული აგრესიის გზას დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ, რომელსაც ორი მთავარი მიზანი აქვს:

1) დონბასის ტერიტორიის დაბრუნება სახელმწიფო ტერორიზმისა და იქ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის მეშვეობით და

2) ჩაშალოს რუსეთის მოლაპარაკებები აშშ-სთან და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებისთვის?

ამის ნაცვლად, არ ჯობდა ევროპის კონტინენტზე ხელოვნურად შექმნილი საშიში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ბოლომდე დეესკალაცია, საფრთხეების შემცირება მრავალი ევროპული ქვეყნისათვის?

 

ვლადიმირ კოზინი

– რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის წამყვანი ექსპერტი (წყარო)

“ნიუსფრონტ-საქართველოს” რედაქციისგან: რუსი ექსპერტის სტატია 13 თებერვალს ანუ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ დეესკალაციისკენ გადადგმული დამატებითი ნაბიჯის გადადგმამდე ერთი დღით ადრე. მიუხედავად ომზე დიპლომატიის გამარჯვებისა (რაც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მოსკოვში შემრიგებლურმა ვიზიტმაც დაადასტურა), ეს გამარჯვება ძალიან მცირეხნიანი შეიძლება, აღმოჩნდეს. უკრაინაში ჩაბუდებული ამერიკული აგენტურა ნებისმიერ დროს შეიძლება, გააქტიურდეს და დონბასში პროვოკაციები მოაწყოს, რათა უკრაინამ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს, რის მიმართაც რუსეთი გულგრილი და უმოქმედო ვერ დარჩება. შესაბამისად, ვ. კოზინის სტატია კიდევ უფრო მეტად არის აქტუალური დღევანდელ ვითარებაში.