მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწესებული ახალი შეზღუდვები შესაძლოა მორიგი პროტესტის მიზეზი გახდეს. საბოლოოდ რა ფორმა ექნება ამ ახალ პროტესტს ჯერ-ჯერობით უცნობია.
მიხეილ სააკაშვილი დღეს ავდოკატმა, შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.
მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ ეძლევა პირად ექიმთან და კონსილიუმის წევრებთან შეხვედრის უფლება.
– “უკრაინაში მიმდინარე გამოძიების საპასუხოდ, რომლის ფარგლებშიც მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, ამაზე გაბრაზებულმა ბიუროკრატიულმა აპარატმა მიხეილ სააკაშვილს პაემნების უფლებაც შეუზღუდა, სატელეფონო ზარების უფლება ისედაც შეზღუდული ჰქონდა.
– დაცვის მხარე ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს ბავშვური, იაფფასიანი შურისძიება გაუქმდეს, თუნდაც სასამართლოს გზით“ – განაცხადა თუთბერიძემ.
წყარო: newposts.ge