დუმა დონბასის  აღიარების თხოვნით პრეზიდენტ  პუტინს მიმართავს

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, რუსეთის დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, რუსეთის პრეზიდენტისთვის  დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების მოთხოვნით მიმართვას.

როგორც დუმის სპკერი აცხადებს,  დადგენილებას მყისიერად მოეწერება ხელი და პრეზიდენტს გადაეგზავნება.

გადაწყვეტილებას მხარი 351 დეპუტატმა დაუჭირა, 16 წინააღმდეგი იყო, ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.