15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური ომის პროპაგანდის მარცხის დღე – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა, სოციალურ ქსელში, წერს:

2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური ომის პროპაგანდის მარცხის დღე. დარცხვენილი და განადგურებული ერთი გასროლის გარეშე”

​დასავლური მედია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ “აგრესორი” რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას. დასახელებულ თარიღებს შორისაა 16 თებერვალიც. არადა, ამის საპირისპიროდ, რუსეთის ხელმძღვანელობამ უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნები დასრულებულად გამოაცხადა, რაც ააშკარავებს დასავლური პროპაგანდის სიცრუეს.