უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროები და ტექნიკა „სასროლ პოზიციებზე“ გადავიდა – CBS News

ამერიკული მედია აშშ-ის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს განლაგებული სამხედრო ტექნიკა „სასროლ პოზიცებზე“ გადაიტანა.

epa09747242 A handout still image taken from a handout video made available by the Russian Defence Ministry’s Press Service shows Russian and Belarusian tanks taking part in the joint operational exercise ‘Union Courage-2022’ of the armed forces of Belarus and Russia, at a firing range in the Brest region of Belarus, 11 February 2022. The joint exercise Union Courage 2022 will be held at varuous Belarusian training grounds in the period from 10 to 20 February. Military personnel of the two countries within 10 days will work out the tasks of suppressing and repelling external aggression during a defensive operation, as well as countering terrorism and protecting the interests of the Union State. EPA-EFE/RUSSIAN DEFENCE MINISTRY PRESS SERVICE HANDOUT — MANDATORY CREDIT — HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

cbs წერს, რომ რუსი სამხედრეობის რამდენიმე დანაყოფმა პირვანდელი განლაგების ადგილი დატოვა და „სასროლ პოზიციებზე“ გადავიდა, რაზეც სატელლიტური ფოტოები  მეტყველებს. ტექნიკას შორის, რომელსაც ადგილმდებარეობა შეუცვალეს, არის სარაკეტო სისტემები და არტილერია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მათი წყაროს თქმით, აშშ-ში ფიქრობენ, რუსეთი უკრაინას თავს კვირის ბოლოს დაესხმება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები.

ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში მდებარე საელჩოს დროებით ხურავს და დიპლომატების მცირე შემადგენლობა, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყანაში რჩება, ლვოვში გადაჰყავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტმა ბაიდენამა გააკეთა. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. ზელენსკის თქმით, თავდასხვმას 16 თებერვალს ელოდებიან.

 

“ნეტგაზეთი”