საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს, არ ცნოს თვისთ გამოცხაედბული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, იუწყება ტელეარხი CNN.
„ჩვენ ვინარჩუნებთ სიფხიზლეს და ვთხოვთ [ვლადიმირ პუტინს], არ შეასრულოს დუმის თხოვნა“, — განაცხადა მაკრონმა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სამშაბათს მისცა ხმა პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვას დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების აუცილებლობის შესახებ. ამასთან სათათბირომ აირჩია არა „ედინაია როსიას“ მიერ შეთავაზებული ვარიანტი, არამედ კომუნისტური პარტიის (КПРФ) უფრო ხისტი ვარიანტი, რომელიც პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიმართვას ითვალისწინებს თხოვნით – აღიაროს რუსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად.
თავად რუსეთის ლიდერმა პარლამენტის ინიციატივასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ვითარებაში ის იმოქმედებს ისე, რომ „ყველაფერი გააკეთოს დონბასის პრობლემების გადასაჭრელად“.
წყარო: CNN