14 თებერვალს საუნივერსიტეტო კლინიკის მე-5 სართულიდან, პაციენტი გადახტა და დაიღუპა. ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი – ხატია სიჭინავა გამოეხმაურა. იგი ითხოვს, დეტალების საჯაროდ გავრცელებას, თუ რატომ მოხდა სუიციდი:
„მილში რომ ბავშვი ჩააგდო არაქალმა, ყველა არხი და გამოცემა მთელი დღეა ატრიალებს ყველა მხრიდან! გუშინ რომ პაციენტი გადმოხტა ფანჯრიდან, ვინ იყო? რატომ მიჩქმალეთ ყველამ?! რატომ არ გვაჩვენებთ ან პატრონს, ან მკურნალ ექიმს, ან რა მოხდა, არავის არ გაინტერესებთ?! თუ სიუჟეტებიც შერჩევითია?!“ – წერა სიჭინავა.