ფეიბსუქჯგუფში „ვეძებ“ ვრცელდება პოსტი, რომელიც თურქეთში დაკარგულ გოგონებს ეხება.
,,სავალალო მდგომარეობა გვაქვს ახალგაზრდა, ულამაზესი გოგოების თურქეთში ჰარამხანებში გამოკეტვის. მე ვარ პირადად მოწმე რამდენიმე შემთხვევის. არ არის ჭორი და მოგონილი. იქნებ ეძებს ვინმე თურქეთში წასულს და დაკარგულს. ყველა ოლოგარქს აქვს საკუთარი ჰარამხანა, არ მოგესმათ, დიახ, ჰარამხანა. ყველა ეროვნების გოგოები ჰყავთ, ზოგი ნებით, ზოგი იძულებით… მინდა, თქვენი ჯგუფით ვისარგებლო და მივმართო დედებს, რომელთა შვილებიც თურქეთში გაუჩინარდნენ. დავამატებ, რომ უამრავი გოგო მისი ნებით არის იქ, ფულისთვის, ფუფუნებისთვის. ზოგადად მაქსიმუმ 30 წლამდე გააჩერონ ჰარამხანაში, მერე არაფრის მაქნისია და დიდი იმედი მაქვს, ცოცხალს უშვებენ…“, – წერს პოსტის ავტორი