პრეზიდენტის ხელფასი 3000 ლარი იყო და როგორ უნდა ეხადა ამ თანხით ყველაფერი?

პრეზიდენტის ხელფასი 3000 ლარი იყო და როგორ უნდა ეხადა ამ თანხით ყველაფერი? – გიული ალასანია.

– “ყველა ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტის ოჯახს არჩენენ და სხვათა შორის, ჩემი შვილის ეს გადასახადი იყო მხოლოდ 4 წლის მანძილზე” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” – დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჩვენ შემოსავლები მაინც და მაინც დიდი არ გვქონდა. მე უნივერსიტეტიდან შემოსავალი, შეგიძლია დოკუმენტებში ჩაიხედოთ, მქონდა მხოლოდ 2014 წლიდან. მანამდე მე იქ არაფერი ამიღია” – აღნიშნა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმე განიხილა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: newposts.ge