მოსკოვიდან დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების მზაობის შესახებ განცხადებები მოვისმინეთ, თუმცა ადგილზე დეესკალაცია ჯერ არ შეინიშნება, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმნა.
„პირიქით, როგორც ჩანს, რუსეთი განაგრძობს სამხედრო გაძლიერებას. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია რუსეთის პასუხი ჩვენს შეთავაზებებზე. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთისთვის მკაფიო მესიჯის გაგზავნას, რომ მზად ვართ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდეთ, თუმცა ამასთანავე მზად ვართ უარესისთვის. თუ რუსეთს უკრაინაში შეჭრა სურს, მას ეს ძვირი დაუჯდება. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის ქმედებებისა და გეგმების გამოვლენას, რათა მათთვის რთული იყოს აგრესიული ქმედებების განხორციელება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი დიალოგში ჩაერთვება და კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიურ გზას აირჩევს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
15 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალებმა მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაიწყეს.