რუსთავი მაჟორიტარად ბანკირს და თაღლითს, უფრო ზუსტად კი მევახშეს არ იმსახურებს

რუსთავი მაჟორიტარად ბანკირს და თაღლითს, უფრო ზუსტად კი მევახშეს არ იმსახურებს – დავით ჩიხელიძე.

“2 აპრილის შუალედურ არჩევნებში, „ნაცების გადაწყვეტილებით“, რუსთავის მაჟორიტარობისთვის ბადრი ჯაფარიძე იბრძოლებს, იურიდიული თვალსაზრისით ჯაფარიძის მაჟორიტარად დასახელებას კანონი არ კრძალავს, მაგრამ მორალური კუთხით ჯაფარიძის დასახელება რუსთაველი ამომრჩევლის შეურაცხყოფას ნიშნავს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის წარდგენასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჯაფარიძის სახით „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველებისთვის ვითომ სხვა პარტიის, რეალურად კი საკუთარი წარმომადგენლის შესაღებას ცდილობს:

„რუსთავი მაჟორიტარად ბანკირს/ თაღლითს, უფრო ზუსტად კი მევახშეს არ იმსახურებს. ჯაფარიძის სახით „ნაცები“ რუსთაველებისთვის ვითომ სხვა პარტიის, რეალურად კი საკუთარი წარმომადგენლის შესაღებას ცდილობს. მევახშე ჯაფარიძეს მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება ადარდებს, მან კარგად იცის, წარსულში ჩადენილი საკუთარი მრავალრიცხოვანი დანაშაულების შესახებ, ახლა კი იმის შიშით, რომ მის მიერ დაზარალებულმა რომელიმე მოქალაქემ ციხეში ჩაჯდომის საფრთხე არ შეუქმნას, პარლამენტში დაბრუნებას და იმუნიტეტის მოპოვებას ლამობს“ – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძეს, ხმათა უმრავლესობით, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, პარტია „ლელომ“ ის, შუალედურ არჩევნებში, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

წყარო: itv.ge