თორნიკე დღეს სკოლისკენ მიმავალ მეგობარს ეუბნება “დილა მშვიდობისა”… – ოქროყანაში ავარიას შეწირული ბავშვის მეგობრის დედის ემოციური მიმართვა

გა­სულ კვი­რა­ში, ოქ­რო­ყა­ნა­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას 8 წლის ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსვერ­პლა. ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ არა­ერ­თმა და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მათ შო­რის თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში, ფრაქ­ცია “თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” წევ­რმა, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოქ­რო­ყა­ნის იმ ად­გილს, სა­დაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, “სიკ­ვდი­ლის ზო­ნას” უწო­დე­ბენ.

“ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ად­გილს “სიკ­ვდი­ლის ზო­ნას” უწო­დებს, რად­გან აქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­სა­ხიჩ­რდა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რამ­დე­ნი­მე გარ­და­იც­ვა­ლა. მათ შო­რის იყო 8 წლის გი­ორ­გი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ემსხვერ­პლა ავ­ტო­ა­ვა­რი­ას…”

არას­რულ­წლოვ­ნის ტრა­გი­კულ გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გის მე­გობ­რის ერთ-ერთი მშო­ბე­ლი, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბავ­შვის საფ­ლავ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და თბი­ლი­სის მე­რი­ას ოქ­რო­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო გა­და­სას­ვლე­ლის გა­კე­თე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

“თორ­ნი­კე დღეს სკო­ლის­კენ მი­მა­ვალ მე­გო­ბარს ეუბ­ნე­ბა “დილა მშვი­დო­ბი­სა”. გიო შა­ბათს ოქ­რო­ყა­ნა-მთაწ­მინ­დის გზა­ზე და­ი­ღუ­პა. მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. არ­ცერ­თმა ბავ­შვმა არ უნდა და­კარ­გოს მე­გო­ბა­რი ასე­თი პა­ტა­რა! თბი­ლი­სის მე­რი­ამ უნდა მოგ­ვის­მი­ნოს! ოქ­როყა­ნას ბავ­შვებს უსაფრ­თხო გა­და­სას­ვლე­ლი სჭირ­დე­ბათ!”