ცნობილი პოლიტიკოსი, არაერთგზის პარლამენტარი თამაზ მეჭიაური დღეს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტიკოსი ბოლო ორი კვირა კორონავირუსს ებრძოდა, კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიტიკოსს უამრავი მეგობარი ჰყავდა, თუმცა მათ შორის გახლდათ პოეტი ტარიელ ხარხელაური. სწორედ მას ვთხოვეთ გაეხსენებინა ბოლო შეხვედრა საუკეთესო მეგობართან…
ტარიელ ხარხელაური:
– თამაზ მეჭიაურზე მარტო ერთი დღითა და ერთი შეხვედრით ვერ ილაპარაკებ. თავისი ცხოვრების წესით ის მუდამ სავსე იყო სიკეთითა და სიყვარულით, რომელიც ასე სჭირდებოდა, როგორც ჩემნაირ ხალხს, ისე ქვეყანას. ასეთი კაცები ისედაც აკლია დღეს ქვეყანას და ვინც გვყავს, ისინიც მიდიან. როგორ შეიძლებოდა, თამაზ მეჭიაურს ასე უცებ გაეხურა წუთისოფლის კარი, ის ჩვენ გვჭირდებოდა.
“ამბები.ჯი”