თამაზ მეჭიაურს ეს ცრემლი მიჰყვება. გულწრფელი ცრემლი. სწორად უცხოვრია ამ უსწორმასწორო მიწაზე. ღმერთმა ახლა სამოთხეში დაამკვიდროს მისი სული, – ამის შესახებ ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ზოგი კაცი მიდის ამა სოფლიდან და… მთელ ქვეყანას სტკივა გული. ასეთი კაცის მერე დიდი სიცარიელე რჩება. გლოვისას სიტყვა “ბედნიერება” რა მოსატანია, მაგრამ… ბედნიერებაა, ასე რომ დააკლდები შენს ქვეყანას და ასე გულწრფელად რომ დაგიტირებს შენი ხალხი. თამაზ მეჭიაურს ეს ცრემლი მიჰყვება. გულწრფელი ცრემლი. სწორად უცხოვრია ამ უსწორმასწორო მიწაზე. ღმერთმა ახლა სამოთხეში დაამკვიდროს მისი სული,“ – წერს ირმა ინაშვილი.
თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, თამაზ მეჭიაურს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
ის კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს.