ბრაზილიის ქალაქში მეწყერმა და წყალდიდობამ 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა

ბრაზილიის ქალაქში მეწყერმა და წყალდიდობამ 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური უწყებების ცნობით, ამ დროისთვის 24 ადამიანი ცოცხლად გადაარჩინეს, დადასტურებულია 94-ის გარდაცვალება.

ქალაქი რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილოეთით, მთებში მდებარეობს. ძლიერი წვიმის შემდეგ სახლები ჩამოინგრა, დაიტბორა ქუჩები. მაშველები ტალახისგან ტერიტორიის გასუფთავებას ამ დრომდე ცდილობენ.

35 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, პრეზიდენტმა კი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით რუსეთშია, თქვა, რომ დაზარალებულებს სწრაფად გაუწევენ დახმარებას.

წყარო: newposts.ge