„დასრულდება თუ არა ესკალაცია? არ ვიცი, მას ჩვენ არ ვაღვივებთ“ – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლური მედიასაშუალებები უკრაინის გარშემო სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა, რითაც გამოეხმაურა გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთი უკრაინაში 20 თებერვალს შეიჭრება.

„20 თებერვალს სრულდება ჩვენი და ბელარუსის ერთობლივი წვრთნები, როგორც ეს აქამდეც იყო ცნობილი. დასრულდება თუ არა ესკალაცია? არ ვიცი, მას ჩვენ არ ვაღვივებთ“, – განაცხადა ლავროვმა იტალიელ კოლეგასთან, ლუიჯი დი მაიოსთან შეხვედრის შემდეგ.

ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი წვრთნები 10 თებერვალს დაიწყო.