ილონ მასკმა 5.7 მილიარდი ქველმოქმედებაში დახარჯა.
ილონ მასკმა „ტესლას“ აქციებიდან $5.7 მილიარდი ქველმოქმედებას მოახმარა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მასკმა ეს თანხა 2021 წლის 19-დან 29 ნოემბრამდე გასცა, თუმცა კომპანია არ ავრცელებს დეტალებს, სად და რა მიზნით გადაირიცხა 5 მილიარდზე მეტი.
ცნობისთვის, მასკმა დააარსა ფონდი, რომლითაც პედიატრიულ კვლევებსა და სამეცნიერო განათლების სფეროს აფინანსებს.
Forbes-ის ბოლო მონაცემით კი მასკის ქონება $242 მილიარდს აღემატება.
წყარო: itv.ge