კანადა 2024 წლამდე 1,3 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას აპირებს.
კანადა მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1.3 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას აპირებს, რათა ეკონომიკის პოსტპანდემიურ ზრდას მხარი დაუჭიროს – ინფორმაციას Bloomberg ვრცელებს
გამოცემა წერს, რომ კანადის მთავრობა მიზნად ისახავს, რომ დაამატოს 431,000-ზე მეტი მუდმივი მცხოვრები მიმდინარე წელს, 2023 წელს – 447,000 და 2024 წელს- 451,000.
– “ემიგრაციამ ხელი შეუწყო კანადის ისეთ ქვეყნად ჩამოყალიბებას, როგორიც დღეს არის. ჩვენ ორიენტირებული ვართ ეკონომიკის აღდგენაზე და იმიგრაცია არის ამის გასაღებია” – თქვა იმიგრაციის მინისტრმა, შონ ფრეიზერმა.
ახალი გეგმის თანახმად, ახალჩამოსულთა თითქმის 60% უნარებისა და სამუშაო გამოცდილების საფუძველზე ეკონომიკური მიგრანტის სტატუსს მიიღებს.
ცნობისთვის, გასულ წელს კანადამ 405 000-ზე მეტი ემიგრანტი მიიღო, რაც ყველაზე დიდი წლიური ზრდაა ქვეყნის ისტორიაში.
წყარო: newposts.ge